ამ ექსპრესიულობის საპასუხოდ, მიზნად დავისახეთ შეგვექმნა მაღალი ხარისხის პროდუქცია, ნათელი, ფერადი ტონებითა და თანამედროვე თუ ტრადიციული ჭრილებით. კომპლექსური რეალობის პარალელურად, ჩვენი დიზაინიც მუდმივად ვითარდება და ფეხს უბამს თანამედროვე მოდის გამოწვევებს.
ყველაფერი იწყება შთაგონებით: წარმოვიდგენთ როგორ გამოიყენებთ ჩვენს ნებისმიერ აქსესუარს, როდესაც მიდიხართ სამსახურში, ქუჩაში, გასართობად; ვეძებთ უნიკალურ ფორმას, გრძელვადიან და მეტყველ დიზაინს, რომელსაც ჩვენი გუნდი სიყვარულითა და დიდი ყურადღებით ამუშავებს. შედეგად კი, გთავაზობთ ემოციას (გამოცდილებას).
გეფერინი წარმოდგენილია 11 ქვეყანაში, 42 გაყიდვის წერტილით. საექსპორტო ქვეყნები მოიცავს: აშშ, ჩინეთი, ჰონკონგი, კანადა, სინგაპური, იტალია, საფრანგეთი, შვედეთი, ყაზახეთი და უკრაინა.