Saphir Renomat-ით ტყავის ზედაპირის წმენდა
რეკომენდირებულია არაუმეტს 1-2-ჯერ თვეში,
რადგან პრუდიქტის ხშირმა გამოყენებამ შესაძლოა ტყავი დააზიანოს.
რჩევა: ეს საკმაოდ აგრესიული პროდუქტია, ამიტომ
მისი გამოყენებისას სიფრთხილის გამოჩენა გმართებთ.
მან შეიძლება იაფფასიანი საპრიალებელი ლაქი ან საღებავი
მთლიანად მოაცილოს ტყავს. ამიტომ, გამოყენებამდე ყოველთვის
გატესტეთ ტყავის მცირე მონაკვეთზე და დარწმუნდით, რომ ფეხსაცმელს არ აფუჭებთ.
გამოყენების წესები:
გაწმინდეთ ფეხსაცმელი ჭუჭყისა და მტვრისგან;
შეანჯღრიეთ Saphir Renomat ბოთლი, რომ პროდუქტი უკეთ გაიხსნას;
პირველ რიგში, შეამოწმეთ ძალიან მცირე მონაკვეთზე;
გამოიყენეთ ბამბის ნაჭერი წასასმელად.
შემდეგ კი, პატარ-პატარა მონაკვეთებზე, წრიული მოძრაობით გაწმინდეთ ტყავი;
მოაშორეთ რენომატი ბამბის ნაჭერს ცხენის ძუის ჯაგრისის გამოყენებით;
ბოლოს კი, დაამუშავეთ დამატენიანებელი კრემით ან ბალზამით.