შთაგონებული ნამდვილი მოდა - ხელოვნების ფორმაა, რომელიც უაღრესად პირადია ადამიანისთვის: შემოქმედებითი ინდივიდები მისი დახმარებით შეიმეცნებენ საკუთარ თავს და გამოხატავენ შინაგან სამყაროს, მკაფიო და ექსცენტრიულს. ესენი არიან ახალგაზრდა პროფესიონალები, ანტრეპრენერები (მეწარმეები), ინოვატორები, ექსპერიმენტატორები. მათ უყვართ იყვნენ განსაკუთრებულები, ჩვენ კი გვიყვარს ისინი.
ამ ექსპრესიულობის საპასუხოდ, მიზნად დავისახეთ შეგვექმნა მაღალი ხარისხის პროდუქცია, ნათელი, ფერადი ტონებითა და თანამედროვე თუ ტრადიციული ჭრილებით. კომპლექსური რეალობის პარალელურად, ჩვენი დიზაინიც მუდმივად ვითარდება და ფეხს უბამს თანამედროვე მოდის გამოწვევებს.
ყველაფერი იწყება შთაგონებით: წარმოვიდგენთ როგორ გამოიყენებთ ჩვენს ნებისმიერ აქსესუარს, როდესაც მიდიხართ სამსახურში, ქუჩაში, გასართობად; ვეძებთ უნიკალურ ფორმას, გრძელვადიან და მეტყველ დიზაინს, რომელსაც ჩვენი გუნდი სიყვარულითა და დიდი ყურადღებით ამუშავებს. შედეგად კი, გთავაზობთ ემოციას (გამოცდილებას).