ინფორამცია მომხმარებლებისთვის
ძვირფასო მომხმარებლებო! თქვენს მიერ შეძენილი პროდუქტის გამოყენებამდე, თქვენ უნდა წაიკითხოთ შემდეგი ინფორამცია.
მწარმოებლის გარანტია
მწარმოებელი იძლევა გარანტიას ნაკლოვანებებთან, აღნიშნული პროდუქტის მასალის და ქარხნულ წუნთან მიმართებაში, შესყიდვის პერიოდიდან 6 თვის განმავლობაში ხელოვნური ტყავის ტანსაცმელზე და შესყიდვიდან 1 წლის განმავლობაში ნატურალური ტყავის ნივთებზე.
ყურადღება! ელვა შესაკრავებს, სამაგრებს, შესაკრავ ღილებს, სამხრეებს, სახელურებს, მცოცავ საგორავებლებს, ბორბლებს, პროდუქტის დეკორატიულ ელემენტებს სხვა საგარანტიო პერიოდი აქვს, პროდუქტის ინდივიდუალურობიდან გამომდინარე. აღნიშნული აქსესუარების და ნივთების საგარანტიო პერიოდი არის 60 დღე შესყიდვის პერიოდიდან.
მნიშვნელოვანია: პრეტენზიის წარდგენისას გთხოვთ შეინახოთ პროდუქტის შეფუთვა პროდუქტის საგარანტიო პერიოდის განმავლობაში და საქონლის შეძენის დამადასტურებელი დოკუმენტები შესყიდვის ადგილას. მომხმარებლისგან პრეტენზიის მიღებისას პროდუქციის ხარისხთან (ნაკლთან) მიმართებაში, ხდება მისი იდენტიფიცირება ექსპლოატაციის განმავლობაში (აქსესუარებთან: ელვა-შესაკრავებთან, სამაგრებთან, შესაკრავ ღილებთან, სამხრეებთან, სახელურებთან მიმართებაში), თუ ძირითად პროდუქტთან მიმართებაში გარანტია არ ვრცელდება, მაგრამ ნაწილებზე საგარანტიო პერიოდი გასულია, გამყიდველი იტოვებს უფლებას შეაკეთოს აღნიშნული პროდუქტი და დაუბრუნოს მომხმარებელს.
ყურადღება! ფასდაკლებით შეძენილ საქონელზე, რომელზეც მითითებულია ნაკლის არსებობა პროდუქტზე, არ მიიღება პრეტენზიები ხარისხთან დაკავშირებით და თანხა არ ბრუნდება.
ყურადღება! პროდუქტის დაბრუნების შემთხვევაში (არა საგარანტიო შემთხვევა) შეძენილ საქონელზე ხორციელდება თანხის დაბრუნება:
1.თუ საქონელი არის შესაბამისი ხარისხის, შეფუთვა არ არის დარღვეული, აქვს ეტიკეტი და არ აქვს ექსპლოატაციის კვალი შეძენიდან 14 კალენდარული დღის განმავლობაში.
რეკომენდაციები ექსპლოატაციასთან მიმართებაში
პროდუქტთან მიმართებაში არ არის რეკომენდირებული: პროდუქტის დაუდევრად მოხმარება ექსპლოატაციისას, აქტიური ქიმიური ნივთიერებების გამოყენება და სხვა სახის გაუთვალისწინებელი ბუნებრივი დაზიანებების მიყენება, თქვენი ტყავის ჩანთის ხანგრძლივი მუშაობისთვის, გაითვალისწინეთ რეკომენდაციები:
2. ორ სახელურიანი ღვედების გამოყენებისას ყველა მოცემული სახელურის გარეშე. ასეთ შემთხვევაში ნივთების ამოღება და ჩალაგება ხორციელდება პროდუქტის სწორ მყარ ზედაპირზე დადებისას. არ მოახდინოთ სახელურების მკვეთრი აღება და არ დატვირთოთ დასაშვები წონის 50%-ზე მეტი ოდენობით.
3. დადებისას ნივთების არასწორმა განაწილებამ შესაძლოა გამოიწვიოს პროდუქტის არასტაბილურობა, რაც გამოიწვევს პროდუქტის, ასევე შესაკრავების და სხვა აქსესურარების დაზიანებას.
4. ელვა-შესაკრავი: მთავარი შეცდომა მდგომარეობს იმაში, რომ როდესაც თქვენ ხსნით, კეტავთ პროდუქტს, სლაიდერს ოდნავ აწვებით ან ოდნავ ქაჩავთ ელვას. შედეგად აღმოჩნდება, რომ მჭიდროა განსაკუთრებით კუთხეებში. დამატებით, ელვა-შესაკრავის ტალღა სწრაფად ცვდება და ტყდება. ასეთი პრობლემების თავიდან ასაცილებლადმ პროდუქტის გახსნა/ჩაკეტვისას საჭიროა ოდნავ აწიოთ საკეტი ელვასთან ერთად (ამით თავიდან აიცილებთ ქსოვილის ნაპირის ან არშიის ჩაყოლას სლაიდერის ქვეშ), შემდეგ ის ადვილად გასრიალდება ელვის ნაწილებში. როდესაც პროდუქტი სავსეა ნივთებით, ელვის ნაწილები შესაძლოა დაშორდეს ერთმანეთს, შედეგად, ნაწილები ტყდება. ასეთ შემთხვევაში რთულია შეკეთება, ელვის სრიალა ნაწილის შეცვლაც კი, არ არსებობს გარანტია, რომ ელვა კარგად იმუშავებს და არ დაიშლება. ელვის შეცვლა საკმაოდ პრობლემატური და შრომატევადი შესაკეთებელია მსგავს პროდუქციაში და ყველა სახელოსნოს არ შეუძლია მისი გაკეთება. თავიდან აიცილეთ მისი კიდიდან გადასვლა ნივთების ჩალაგებისას.
5. ნატურალური ტყავისგან დამზადებული პროდუქციის მოხმარება არ არის რეკომენდირებული წვიმიან ამინდში, წვიმაში და თოვლში. ტემპერატურულ რეჟიმთან შესაბამისობის დაუცველობამ (100C-ზე ნაკლები) ლაკისგან და ხელოვნური ტყავისგან, ხელოვნურ პოლიმერული მასალებით (200C-ზე ნაკლები), ნატურალური ტყავისგან (300C-ზე ნაკლები) დამზადებულ პროდუქტთან მიმართებაში, შესაძლოა გამოიწვიოს ბზარების და ნახეთქების გაჩენა.
6. არ დაკიდოთ პროდუქტი ნებისმიერ საკიდზე ან კარის სახელურზე. მისი საკიდზე დაკიდვისას ის შესაძლოა გაიწელოს და მისი პირვანდელ მდგოამრეობაში დაბრუნება რთულია.
7. არ დადოთ ჭუჭყიან იატაკზე, სასადილო მაგიდაზე, რომ არ დაისვაროს მასალა, შემდეგი საკითხი: ის უნდა იყოს „დამჯდარ“ მდგომარეობაში, გაწელვის თავიდან აცილების მიზნით.
8. დეკორატიული კოსმეტიკა, საოფისე ან ბასრი ნივთები ასევე უნდა იყოს შეფუთული დაზიანების და დასვრის თავიდან ასაცილებლად.
9. ტყავის გაწელვის თავიდან ასაცილებლად, არ ჩადოთ მძიმე ნივთები მასში, რამაც შესაძლოა ტყავის ზედაპირის დეფორმაცია გამოიწვიოს.
10. ტყავის ხშირი წმენდა არ არის სასურველი, რადგან პროდუქტს აქვს თხელი დამცავი ფენა, რომელიც შესაძლოა გაიცვითოს და დაზიანდეს.
11. გაამშრალეთ ჩანთა გაწმენდის შემდეგ, ბუნებრივი გზით, გამათბობელისგან მოშორებით.
12. ჩანთაზე სუნამოს დასხმა მკაცრად აკრძალულია.
13. ტყავის ზედაპირი არასოდეს არ უნდა გაიწმინდოს ცხიმიანი კრემისებური საწმენდი საშუალებით. არ არის რეკომენდირებული ასეთი ჩანთის ტარება ცხელ და ცივ ამინდში, რადგან ტყავი შესაძლოა გაფუჭდეს. ლაკის ზედაპირი ასევე კარგად არის დამუშავებული, ასე, რომ მისი გარეცხვა არ შეიძლება, გააკეთეთ ყველაფერი ძალიან ფრთხილად, რადგან ჭარბი ტენიანობით ტყავი შესაძლოა გასკდეს.
14. მყარი და უცხიმო ნივთიერებები მკაცრად აკრძალულია გასაწმენდი ჩანთებისთვის გამოსაყენებლად.
15. არ შეინახოთ ჩანთა მზის შუქზე, რადგან შესაძლოა ფერი შეიცვალოს და შეღებილი საფარი დაიწვას.
16. ტყავის პროდუქცია უნდა შეინახოს ოთახის ტემპერატურაზე, ნესტისგან, გამათბობელისგან და ცხელი ჰაერისგან მოშორებით, საღებავი ტყავის პროდუქტზე შესაძლოა მგრძნობიარე იყოს სინათლეზე, ასე რომ ტყავის პროდუქცია დაცული უნდა იყოს პირდაპირი მზის სხივების ზემოქმედებისგან.
17. ტყავისგან დამზადებული პროდუქტის, ჩანთების, ფოლდერების, პორტფელის შენახვა უნდა მოხდეს სუფთა მდგომარეობაში, ქაღალდის სპეციალურ სათავსოში, უმჯობესია მუყაოში მწოლიარე მდგომარეონაში +100C-დან +200C-მდე ტემპერატურაზე.
მნიშვნელოვანი ინფორმაცია: არ დაგავიწყდეთ რომ უამრავი ნატურალური ტყავისგან დამზადებული პროდუქტი არსებობს. გამოიყენეთ მხოლოდ უმაღლესი ხარისხის პროდუქცია ტყავის ნივთების მოსავლელად, შეარჩიეთ ტყავის ფერის და ხარისხის მიხედვით. არ დაგავიწყდეთ თავდაპირველად გამოიყენოთ არჩეული პროდუქცია ტყავის ნიმუშზე, რომელიც თან ახლავს თითოეულ პროდუქტს. მიჰყევით პროდუქტის გამოყენების ინსტრუქციებს. გახსოვდეთ, რომ ნებისმიერი ტყავის მოვლის საშუალების დატანება ხდება პროდუქტის ზედაპირზე ბუნებრივი მასალისგან დამზადებული რბილი ნაჭრის საშუალებით. უმჯობესია ბამბის ქსოვილი.
იცოდეთ! იმ შემთხვევაში, თუ პროდუქტი დაზიანებულია ზემოთ დასახელებეული მიზეზებით და საგარანტიო პერიოდის გასვლის შემდგომ, დაუკავშირდით დიზაინერის წარმომადგენლობით ოფისს, აღნიშნული პროდუქტის შესაძლო შეკეთების, ასევე სათადარიგო ნაწილების ხელმისაწვდომობის მიზნით, შესაძლებელია აღნიშნული პროდუქტის ანაზღაურებადი შეკეთება.
ზოგადი ინფორმაცია
იმ შემთხვევაში, თუ ვებგვერდზე განთავსებული პროდუქცია მოცემულია არასწორი ფასით ან ინფორმაციით, რაც გამოწვეულია ბეჭდვითი შეცდომით ან მომწოდებლის მიერ მოწოდებული არასწორი ინფორმაციით, ვიტოვებთ, უფლებას, რომ ამ შემთხვევაში უარი ვთქვათ ან შევაჩეროთ შეკვეთა. ამ უფლებას ვიტოვებთ მაშინაც კი, როცა შეკვეთა დადასტურებულია ან გადახდა განხორციელებულია.
ჩვენ ვაფასებთ თქვენ ნდობას, რომ გვაწვდით პერსონალურ ინფორმაციას, ამიტომ ჩვენ ვიყენებთ ყველანაირ საშუალებს მის დასაცავად. თუმცა გახსოვდეთ, რომ ინტერნეტით ინფორმაციის გაცვლისას არ არსებობს, ელექტრონული წარმოების მეთოდი, რომელიც 100% უსაფრთხო და სანდოა, ამიტომ ჩვენ ვერ გაძლევთ აბსოლუტური უსაფრთხოების გარანტიას.
ეს წესები გამოიყენება იმისათვის, რომ ვებგვერდის მომხმარებელი გაეცნოს ჩვენ პოლიტიკას პერსონალური მონაცემების შეგროვებასთან, გამოყენებასთან და გამჟღავნებასთან დაკავშირებით.
თუ თქვენ გადაწყვეტთ, რომ ისარგებლოთ ჩვენი მომსახურებით, მაშინ თქვენ თანხმობას აცხადებთ, რომ ჩვენ შევაგროვოთ და გამოვიყენოთ ის ინფორმაცია, რომელიც განსაზღვრულია ამ პოლისით. პერსონალური ინფორმაცია, რომელსაც ჩვენ ვაგროვებთ და ვამუშავებთ, გამოიყენება მომსახურების მისაღებად და გასაუმჯობესებლად. ჩვენ არ გამოვიყენებთ, ან არ გავაზიარებთ მიღებულ ინფორმაციას ამ პოლისით განსაზღვრული წესების საწინააღმდეგოდ.
მომსახურების ხარისხის გასაუმჯობესებლად, ჩვენ შეიძლება გთხოვოთ, გარკვეული სახის პერსონალური ინფორმაციის მოწოდება, რითაც შევძლებთ თქვენ იდენტიფიცირებას. ეს მოიცავს, მაგრამ არ არის შეზღუდული სახელით, ტელეფონის ნომრით, დაბადების თარიღით, სქესით, შესყიდვის ინფორმაციით, გამოსახულებებით, საფოსტო ინდექსით, ფინანსური ინფორმაციით (რაც გულისხმობს თქვენი საკრედიტო ან სადებეტო ბარათის დეტალებს) და ა.შ. ინფორმაცია, რომელსაც ვაგროვებთ გამოიყენება თქვენთან საკონტაქტოდ ან თქვენი იდენტიფიცირებისათვის.
ჩვენ შეგვიძლია დავიქირაოთ მესამე პირი - კომპანიები ან ინდივიდები - შემდეგი მიზნებისათვის:
მიწოდების სერვისი
ვებ-გვერდზე განთავსებული ნივთების მიწეოდება ხორციელდება თბილისსა და რეგიონების მასშტაბით საქართველოს ფორტით.
ექსპრეს შეკვეთა 10:00-დან 16:00 საათამდე(კვირა დღეს არ მოქმედებს ექსპრესი) - შეკვეთის მიღება 3 საათში - 8 ₾
შეკვეთა შაბათი-კვირა - შეკვეთის მიღება ორშაბათ დღეს - 10 ₾