ჩვენს შესახებ
მოდა, ესაა ხელოვნება, რომელიც გვეხმარება გამოვხატოთ ჩვენი ინდივიდუალურობა და კრეატიულობა. წარმოვაჩინოთ ხასიათი და ვაჩვენოთ ყველას ჩვენს გარშემო. ჩვენი მისიაა, შევქმნათ ფეხსაცმელები და აქსესუარები როგორც ნათელი და მხიარული ფერებით, ასევე ტრადიციული ორნამენტებით, თანამედროვე ფორმებით და გეომეტრიული დიზაინით. ჩვენი პროდუქცია შექმნილია სხვადასხვა სტილის მოყვარული ადამინებისთვის. ჩვენ ვამზადებთ ყველაფერს, არ აქვს მნიშვნელობა რა მიზნისთვის ეძებთ მას, თუ უბრალოდ გნებავთ ნივთი, რომელიც თავად იტყვის თავის სათქმელს. ყველა პროდუქტი დამზადებულია ხელით, ერთ სივრცეში, პირადად თქვენთვის.
დაათვალიერე, შეარჩიე, აქციე შთაგონებად.
გეფერინი არის ქართული ბრენდი, რომელიც დაფუძლებულია ჩემი, ილია გეფერიძის და ჩემი მეუღლის, სოფია ხოსიტაშვილის, მიერ. დავიწყეთ მცირე საწარმოთი და დროთა განმავლობაში, ეს ყველაფერი აღმოსავლეთ ევროპაში ერთ-ერთ ყველაზე სწრაფად მზარდ ბრენდად იქცა.
გეფერინი წარმოდგენილია 11 ქვეყანაში, 42 გაყიდვის წერტილით. საექსპორტო ქვეყნებია: აშშ, ქუვეითი, ჰონგ-კონგი, სინგაპური, შვეიცარია, საფრანგეთი, შვედეთი, რუსეთი, ყაზახეთი, უკრაინა და აზერბაიჯანი.