OOPS!
YOUR BROWSER IS NOT SUPPORTED
To view this page, please use one of these browsers

ქუქი-ფაილების გამოყენება:

ჩვენ ვიყენებთ საკუთრების და მესამე მხარის ქუქი – ფაილებს თქვენი გამოცდილებისა და ჩვენი სერვისების გასაუმჯობესებლად, აგრეთვე ჩვენს ვებ – გვერდიდან ან მესამე მხარის ვებსაიტებიდან რეკლამირების ჩვენების მიზნით, თქვენი ბრაუზერის ჩვევების ანალიზის საფუძველზე. თუ თქვენ განაგრძობთ ათვალიერებს, გავითვალისწინებთ რომ თქვენ იყენებთ მათ გამოყენებას. დამატებითი ინფორმაციისთვის იხილეთ ჩვენი კონფიდენციალურობის პოლიტიკა
გაგრძელება

Please Accept Out Order

It is a long established fact that a reader will be distracted by the readable content of a page when looking at its layout.
Accept

SPACE Payment Plan

It is a long established fact that a reader will be distracted by the readable content of a page when looking at its layout.
გაგრძელება
მიიღეთ 10% ფასდაკლება პირველ შეკვეთაზე და ისარგებლეთ უფასო მიწოდების სერვისით!
მთავარი ბლოგი

ქართული ჩანთები ნიუ იორკში

23 დეკ 2018

კომპანია “გეფერინის” წარმომადგენელი ნიუ იორკში დავით ლაგვილავა ამბობს, რომ ამგვარ შოუებში მონაწილეობა კომპანიის  ცნობადობის ამაღლებას ემსახურება, ხოლო ხარისხიანი ბრენდი მეტ მყიდველს, კომპანიასა თუ მედიას აინტერესებს.
როგორც ამ კომპანიის დამფუძნებელი ილია გეფერიძე ამბობს, ეს წამოწყება მისი მეუღლის, სოფიო ხოსიტაშვილის იდეა იყო.

“გვსურდა შეგვექმნა ისეთი ქართული პროდუქტი, რომელიც არ იწარმოებოდა საქართველოში. განვიხილეთ რამდენიმე ვარიანტი და ბოლოს ქალის ჩანთებზე შევჯერდით. კომპანია  2014 წლის 7 აგვისტოს დავაარსეთ. ჩვენი პროდუქცია გამოირჩევა განსხვავებული დიზაინითა და ხარისხით. ყველგან აღნიშნავენ ჩვენი პროდუქციის უმაღლეს  ხარისხსა და განსხვავებულ სტილს. შესაბამისად ჩვენც ვცდილობთ, რომ მომხმარებლის გემოვნება მაქსიმალურად დავაკმაყოფილოთ.  ჩვენი მიზანია, რომ ექსპორტი რაც შეიძლება მეტ ქვეყანაში ვაწარმოოთ. ჩვენი ვებ-გვედის საშვალებით ონლაინ რეჟიმში უკვე ხელმისაწვდომია, თითქმის ყველა ქვეყნის მომხმარებლისთვის, როგორც საცალო შეძენა ასევე კორპორატიული.

სანამ ჩვენი ჩანთები ექსპორტზე გავიდოდა, კომპანია პროდუქციას გულმოდგინედ ხვეწდა. ერთი სრულყოფილი მოდელის გამოშვებას რვა თვე მოვანდომეთ. რადგანაც პროდუქცია ახალი იყო, ჩვენდამი ნდობის გასამტკიცებლად ხარისხის გარანტია შესაბამისი ვადებით დავაწესეთ. ამგვარმა მიდგომამ იმის საშუალება მოგვცა, რომ ჩვენი დაშვებული შეცდომები გამოგვესწორებინა. პროდუქცია ეტაპობრივად დაიხვეწა.  ვინც ჩვენს ვებ-გვერდს თვალს ადევნებს, შეამჩნევს, რომ ყოველი ახალი მოდელი წინაზე უკეთესია. სწორედ ესაა ჩვენი მიზანი – განვითარება არ შევწყვიტოთ” – ამბობს ილია.

“თითოეულმა ბრენდმა, მათ შორის, “გეფერინიმაც” შოუს  ორგანიზატორების  მკაცრი ფილტრაციის პროცესი გაიარა. სასიხარულოა, რომ ამ შოუზე ჩვენმა ჩანთებმა მოდის ინდუსტრიის უამრავი წარმომადგენლის ყურადღება მიიპყრო, მათ შორის, მოდელების, რომლებიც “გეფერინით” ხელში სიამოვნებით პოზირებდნენ და ასევე – ფეშენ ტელევიზიის. ფილმის “სექსი დიდ ქალაქში” მსახიობმა სინთია ნიქსონმა კი ჩვენი ჩანთა შეიძინა.

"ამ ეტაპზე ქართული ჩანთების ბრენდი უკვე ნიუ იორკში, მანჰეტენზე ორ პრესტიჟულ ადგილზე: ბროდვეისა და მედისონ ავენიუზე იყიდება და ასევე ბრუკლინში.  ჩანთების შეძენა შესაძლებელია როგორც კომპანიის ვებ-გვერდზე, ასევე Amazon.com–ზე. გარდა ამისა ცნობილი ამერიკული ჟურნალი"Runaway Life International"  აპირებს ორი გვერდი ქართულ ჩანთებს დაუთმოს. “გეფერინი” უკვე თავს იმკვიდრებს, როგორც განსხვავებული დიზაინის მქონე ბრენდი.  ჩვენ გვაქვს ქალის, მამაკაცის ჩანთები, რომელიც ყველა ცხოვრებისეულ მოვლენას მოერგება. კომპანიის ნაწარმის ჩამონათვალში არის ხელნაკეთი ჩანთებიც, რომელიც დასავლურ ბაზარზე განსაკუთრებით პოპულარულია. ქართველი მყიდველისთვის კი შოუს მიმდინარეობისას ჩანთების ფასი განახევრდა. სამომავლოდ გვინდა “გეფერინი” აშშ–ის მეტ შტატში წარვადგინოთ. ბოსტონელმა მოდელებმა გამოხატეს ინტერესი, რომ თავიანთ ბუტიკში “გეფერინის” ჩანთები გაყიდონ. შემოთავაზება გვაქვს კალიფორნიიდანაც. აშკარაა, რომ  ქართული ჩანთების ბრენდი უკვე გლობალური ხდება” – ამბობს დავითი.

გვერდის გაზიარება
სხვა სიახლე